GD Banner
პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე „გამჭვირვალობის კანონზე“: გრძელდება ქართულ პოლიტიკაზე ფინანსური და საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და შეცდომა, რომელიც დაშვებული იყო ერთი წლის წინ, მმართველმა გუნდმა აღარ უნდა გაიმეოროს

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს იმას, რომ რადიკალური ოპოზიცია მითითებებს ქვეყნის ფარგლებს გარედან იღებს. როგორც ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საზოგადოება უკვე ინფორმირებულია და შეცდომა, რომელიც მმართველმა გუნდმა ერთი წლის დაუშვა, როცა გაიწვია „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „გამჭვირვალობის კანონპროექტი“, აღარ უნდა განმეორდეს.

„მთავარი კითხვები პასუხგაუცემელი რჩება – ის, რაც შეიძლება ევროპისთვის, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის? ის, რაც ევროკავშირის წარდგენილ კანონპროექტში არის დასავლური (იგივე საფრანგეთის სენატის ქვედა პალატაში დამტკიცებულ პროექტში კონკრეტული მიმართულებები არის დასაშვები), რატომ არის ქართულ პროექტში, მით უმეტეს, უფრო ლიბერალური დამოკიდებულებით – რუსული?

გრძელდება ქართულ პოლიტიკაზე ფინანსური და საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. შეცდომა, რომელიც დაშვებული იყო ერთი წლის წინ, მმართველმა გუნდმა აღარ უნდა გაიმეოროს. მით უმეტეს, რომ საზოგადოებას აქვს უფრო მეტი ინფორმაცია. იმას, რომ ეს კანონი რუსულია, ოპოზიცია ხმამაღლა თავადაც ვერ ამბობს და მხოლოდ იშველიებს გარედან მითითებებს. სწორედ ეს არის საფრთხე სუვერენიტეტისთვის,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,233 ნახვა