GD Banner
პოლიტიკა

გარკვეულწილად, დისკრიმინაციულიც კი არის საქართველოს მიმართ მოთხოვნა, რომ ამ პრინციპმა არ იმუშაოს ჩვენს შემთხვევაში – ნინო წილოსანი “გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, დისკრიმინაციულია საქართველოს მიმართ მოთხოვნა, რომ “გამჭვირვალობის“ შესახებ კანონმა ჩვენს ქვეყანაში არ იმუშაოს.

მისივე თქმით, ამ კანონის მსგავსი პრინციპები სხვა ქვეყნებში უკვე მოქმედებს.

“საზოგადოება ადეკვატურად რეაგირებს საკუთარ უფლებაზე, რომ იცოდეს უცხოური ფინანსების შემოსავლისა და გამჭვირვალეობის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია. რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ საზოგადოების ინტერესს ვემსახუროთ. ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ბევრ ქვეყანაში აღნიშნული პრინციპი, ამ დასახელებით, თუ ლობისტების შესახებ კანონპროექტით, თუ სხვადასხვა ფორმით, მოქმედებს. გარკვეულწილად, დისკრიმინაციულიც კი არის საქართველოს მიმართ მოთხოვნა, რომ ამ პრინციპმა არ იმუშაოს ჩვენს შემთხვევაში”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,233 ნახვა