„ჩცდ“-ს სცენარისტი ქეთი დევდარიანი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის მიერ გამოხატულ პოზიციას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის შესახებ ეხმაურება.
„პირველი ისტორიული პენალტისა და პირველი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი განცხადების საკუთარ თავზე აღება არის ხასიათი. ლიდერის ხასიათი
პატივისცემა და აღფრთოვანება ჩვენგან ქოჩორაშვილს და ქოჩორაშვილობას“, – წერს ქეთი დევდარიანი.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის Instagram ანგარიში გაქრა, ოჯახის პოზიცია ფეხბურთელის მამამ, როინ ქოჩორაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა.
გიორგი ქოჩორაშვილის მამა: „ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს, ბოდიში, რომ არ გპასუხობთ, ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია!!!“
შეგახსენებთ, გუშინ, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მარში სახელწოდებით „თავისუფლებისთვის“ გაიმართა. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ „ გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ