GD Banner
უცხოური მედია

რიკარდ იოზვიაკი: კიდევ ერთი დარტყმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების რეჟიმისთვის – ეს ცუდი ნიშანია

კიდევ ერთი დარტყმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების რეჟიმისთვის, – ასე აფასებს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი რუსი ბიზნესმენებისთვის, პიოტრ ავენისა და მიხაილ ფრიდმანისთვის სანქციების მოხსნას. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელში X გამოაქვეყნა.

„კიდევ ერთი დარტყმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების რეჟიმისთვის. რუსმა ოლიგარქებმა, პეტრ ავენმა და მიხაილ ფრიდმანმა ევროკავშირის სასამართლოში გაიმარჯვეს. სასამართლოს გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის მარტამდე განსაზღვრულ „შავ სიაზე“. შესაბამისად, ისინი რჩებიან სანქციების ქვეშ, რადგან სია განახლდა მიმდინარე წლის დასაწყისში, თუმცა, ეს [სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება] ცუდი ნიშანია“, – აღნიშნავს იოზვიაკი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,806 ნახვა