GD Banner
პოლიტიკა

გია აბაშიძე “გამჭვირვალობის კანონზე”: აგენტოკრატიის უსაფუძვლო კრიტიკა ამტკიცებს, რომ დასამალი ბევრი აქვთ საქართველოსთან მებრძოლ “ენჯეოებს”, საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა არ აჰყვება შავი ფულის დამმალავ სამარცხვინო პერსონაჟებს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, 9 აპრილს, “გამჭვირვალობის კანონის” მოწინააღმდეგეთა მიერ გამართული აქციის კადრებს აქვეყნებს და აცხადებს, საზოგადოების უმრავლესობა არასამთავრობოების პროტესტს არ აჰყვება.

მისივე თქმით, აგენტოკრატების ორკესტრირებული და უსაფუძვლო კრიტიკა ამტკიცებს, რომ მათ ბევრი აქვთ დასამალი და ეწინააღმდეგებიან კანონს, რომელიც მხოლოდ ფინანსურ გამჭვივრალობას ეხება და საქმიანობას არავის უკრძალავს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი არის ქართული, რომელიც მაქსიმალურად იმეორებს დასავლურ ანალოგებს. ორგანიზაციების გარდა, რუსეთში მოქმედი კანონი ვრცელდება ფიზიკურ პირებზეც და ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ქართული კანონი კი, ძალიან ახლოსაა ევროპულთან და ის ფინანსების გამჭვირვალობას ემსახურება, საქმიანობა არავის ეკრძალება. აგენტოკრატიის ორკესტრირებული უსაფუძვლო კრიტიკა ამტკიცებს, რომ დასამალი ბევრი აქვთ საქართველოსთან მებრძოლ “ენჯეოებს”. ე.წ. მასობრივი საპროტესტო მუხტიც ვიხილეთ. საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა არ აჰყვება შავი ფულის დამმალავ სამარცხვინო პერსონაჟებს.” – წერს აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა