GD Banner
პოლიტიკა

ნინო წილოსანი: რა ენაზეც არ უნდა იყოს, რა ფორმითაც არ უნდა იყოს, უპირველეს ყოვლისა საკუთარ საზოგადოებასთან მივიტანთ სიმართლეს და ჩვენი ხალხის ინტერესს გავატარებთ

„ცენზურა და განსხვავებული აზრის დევნა“ – ასე აფასებენ მმართველ გუნდში ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან წამოწყებულ კამპანიას, რომელიც სოციალურ ქსელებში ე.წ. ქარდებისა და თბილისის ქუჩებში გამოჩენილი პლაკატების გაქრობას ისახავს მიზნად. მმართველი გუნდის თქმით, ამგვარი ქმედებებით რადიკალები საზოგადოებამდე სიმართლის მიტანას უშლიან ხელს.

„მოახერხეს, დაერეპორტებინათ ქართულ ენაზე განთავსებული ბანერები, მაგრამ ვერ დაარეპორტეს იგივე შინაარსის ბანერები ინგლისურ ენაზე, იმიტომ რომ იქ, სადაც შინაარსი თავად Facebook-ისთვის ცნობილია, რა თქმა უნდა, რთულია თავიანთი ტყუილები გაიტანონ. ამიტომ, რა ენაზეც არ უნდა იყოს, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ეს, უპირველეს ყოვლისა საკუთარ საზოგადოებასთან მივიტანთ სიმართლეს და ჩვენი ხალხის ინტერესს გავატარებთ, როგორც ამ კანონმდებლობის ბოლომდე მიყვანით, ასევე ყველა სხვა ჩვენი ინიციატივით“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,238 ნახვა