GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე “გამჭვირვალობის კანონზე”: როგორ შეიძლება ევროპიდან გააკრიტიკო ის, რაც თავად ევროპარლამენტშია ინიციირებული

ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი სად არის იცით? როგორ შეიძლება გააკრიტიკო ევროპიდან, ვინც არ უნდა იყო, ის, რაც თავად ევროპარლამენტშია ინიციირებული, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, “გამჭვირვალობის კანონის” შესახებ კონკრეტული ევროპარლამენტარების მიერ გამოთქმულ კრიტიკას.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მსგავსი სახის კანონი მოქმედებს და ინიციირებულია აშშ-სა და ევროპის არაერთ ქვეყანაში, შესაბამისად, დამოკიდებულება, რომ მათთვის შეიძლება, ხოლო საქართველოსთვის – არა, ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

“რასაც იღებს საფრანგეთი, რაც მოქმედებს აშშ-ში, ავსტრალიაში, ისრაელში, ახალ ზელანდიაში, ინიციირებულია ბრიტანეთში – ე.ი. შეიძლება მათთვის და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქართველებისთვის – ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,233 ნახვა