GD Banner
პოლიტიკა

ივანიშვილმა კარგად იცის, რომ საქართველოში, კრიტიკულ მომენტში გადაწყვეტილებებს რუსთაველის გამზირი იღებს -თინა ხიდაშელი

ივანიშვილმა კარგად იცის, რომ საქართველოში, კრიტიკულ მომენტში გადაწყვეტილებებს რუსთაველის გამზირი იღებს და მერე ხელისუფლება ხდება ამ გადაწყვეტილებების აღმასრულებელი, – ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელმა განაცხადა. 

„ივანიშვილმა იცის კარგად, თავადაც გაიარა ეს გზა, როდესაც ოპოზიციაში იყო და შემდეგ უკვე ხელისუფლებაში მყოფმა ივანიშვილმა მწარედ გამოცადა ეს, რომ საქართველოში, კრიტიკულ მომენტში გადაწყვეტილებებს იღებს რუსთაველის გამზირი და მერე ხელისუფლება ხდება ამ გადაწყვეტილებების აღმასრულებელი. ეს ბევრჯერ მომხდარა საქართველოში, ასე მოვედით ჩვენ ხელისუფლებაში 2012 წელს. ასე მოუწია თავის დროზე პროპორციული არჩევნების გადაწყვეტილებაზე დამორჩილება, რომელიც რუსთაველის გამზირმა მიიღო. ასე მოუწია კობახიძეს გადადგომა თანამდებობიდან, რა გადაწყვეტილებაც რუსთაველის გამზირმა მიიღო. ასე მოუწიათ ორი მოსმენით მიღებული კანონის გადაყლაპვა. მოკლედ, ივანიშვილმა კარგად იცის რუსთაველის გამზირის… პირობითად ვარქმევ რუსთაველის გამზირს, არანაკლები როლი აქვს, რა თქმა უნდა, სხვა ქალაქებში და სხვა ქუჩებში აქციებს”,- განაცხადა თინა ხიდაშელმა ,,ტვ პირველის” ეთერში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,238 ნახვა