GD Banner
პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: 9 აპრილს ახალგაზრდებს არ უბრძოლიათ იმისთვის, რომ დღეს თავისუფლება და ჭეშმარიტი სუვერენიტეტი ისევ სახვეწარი, საბრძოლველი გვქონდეს

9 აპრილი ძალიან მძიმედ გასახსენებელი თარიღია. ამ ამბის სიმძიმე მუდამ გვემახსოვრება, მაგრამ ასევე, მუდამ გვემახსოვრება ის სიამაყე, რაც მოგვიტანა იმან, რომ ქართველმა ერმა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საკუთარი პოზიცია ღიად დააფიქსირა, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის დამოუკიდებლობა ნიშნავს დამოუკიდებლობას და არა – რაიმე ფორმით ვინმესა და რამეზე დამოკიდებულებას.

„მაშინ, 9 აპრილს, ახალგაზრდებს არ უბრძოლიათ იმისთვის, რომ დღეს თავისუფლება და ჭეშმარიტი სუვერენიტეტი ისევ სახვეწარი, საბრძოლველი გვქონდეს და კითხვის ნიშნის ქვეშ იდგეს. დამოუკიდებლობა ნიშნავს დამოუკიდებლობას და არა – რაიმე ფორმით დამოკიდებულებას, იქნება ეს უფროს-უმცროსი ძმის ურთიერთობა თუ, მით უმეტეს, ყველაზე მძიმე – ფულად რესურსზე დამოკიდებულება“, – განაცხადა ხუნდაძემ.

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,233 ნახვა