ევროკავშირში უკვე ჩაშვებულია ამაზე უფრო მკაცრი რეგულაციები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, ევროკომისია გავლილი აქვს და უახლოეს დღეებში ევროპარლამენტარები მიიღებენ და ჩვენ აქეთ გვსაყვედურობენ, არ გააკეთოთო ეს, თქვენთან თუა მისაღები, ჩვენთან რატომ არ არის მისაღები? – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განუცხადა.
როგორც ზარქუამ აღნიშნა, ეს არის ტიპიური ორმაგი სტანდარტი ყოველგვარი ღირებულებებისგან დაცლილი ევროპარლამენტართა ჯგუფის მხრიდან, რომლებიც ჩვენ მოგვიწოდებენ, რატომ ვიღებთ კანონს გამჭვირვალობის შესახებ. ჩვენ იმიტომ გვინდა ევროკავშირი, დასავლეთთან მეტი სიახლოვე, რომ ღიაობა გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე – ეს არის მნიშვნელოვანი, ეს არის მათი ხელწერა და რაც დაფარულია, ის არის სწორედ რუსული.
„უცნაურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ტიპიური ორმაგი სტანდარტი, ყოველგვარი ღირებულებებისგან დაცლილი ევროპარლამენტართა ჯგუფის მხრიდან, რომლებიც ჩვენ მოგვიწოდებენ, რატომ იღებთო კანონს ღიაობის, გამჭვირვალობის შესახებ. ერთადერთი, ვითხოვთ, ვინც აფინანსებს, დამფინანსებლის სახელი და მიზნობრიობა იყოს გარკვეული, რომ იცოდეს საზოგადოებამ, ვინ აფინანსებს და რა მიზნით. პირიქით, ჩვენ იმიტომ გვინდა ევროკავშირი, დასავლეთთან მეტი სიახლოვე, რომ ღიაობა და გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე – ეს არის მნიშვნელოვანი და ეს არის მათი ხელწერა, ასე მიგვაჩნია, გვწამს და გვჯერა და რაც დაფარულია, ის არის სწორედ რუსული. მეტსაც გეტყვით, ევროკავშირში უკვე ჩაშვებულია ამაზე უფრო მკაცრი რეგულაციები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რასაც ახლა ვამუშავებთ და ვიღებთ, ევროკომისია გავლილი აქვს და უახლოეს დღეებში ევროპარლამენტარები მიიღებენ და ჩვენ აქეთ გვსაყვედურობენ, არ გააკეთოთო ეს. რატომ? მინდა ხაზი გავუსვა იმ უსამშობლოების განმარტებებს, რომლებსაც მცდელობა აქვთ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. თქვეს, რომ როგორც ფრანგულ, ისე ევროპულ კანონში მითითებულია ქვეყნები, ვისაც შეეხება. ტყუილია, ერთადერთი წერია, რომ ეს ევროკავშირის სახელმწიფოებს არ ეხება. ანუ, ეს ნიშნავს, რომ ეხება ამერიკულს, დანიურს, შვეიცარიულს, ავსტრალიურს, ვინც ევროკავშირის წევრი არ არის, ყველა სახელმწიფოს ეხება, იმიტომ, რომ უცხოურ ძალად არის ჩათვლილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის შეიძლება მტრული იყოს, მაგრამ დეფინიცია – უცხოური ძალა, რაც წერია ევროპულ კანონპროექტში, ზუსტად ისეა გადმოღებული ჩვენთან და თქვენთან თუა მისაღები, ჩვენთან რატომ არ არის მისაღები? – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.