უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ აშშ-ის კონგრესი არ დაამტკიცებს უკრაინისათვის სამხედრო დახმარებას, მაშინ უკრაინამ შეიძლება წააგოს ომი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„ამისთვის უნდა ვიპოვოთ საჯარო ფორმატი. თუ უკრაინა ომს წააგებს, სხვა ქვეყნები თავდასხმას დაექვემდებარებიან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მალე სულ უფრო დაჟინებით მოითხოვს დისკუსიაში ბირთვული იარაღის შემოტანას.
Facebook Comments Box