GD Banner
პოლიტიკა

დავით კაჭარავა: დასავლელი პოლიტიკოსებისა და NGO-ების აღშფოთება მაშინ არ გვინახავს, როცა ადეიშვილი ბუნდესტაგში გამოჩნდა – როცა რომელიმე მხარე ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს, მის აღშფოთებას უკვე ძალა აღარ აქვს

„არც ჩვენ და არც საზოგადოებას ეჭვი უკვე აღარ გვაქვს, რომ დიდი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ერთი ცენტრიდან არის მართული“, – ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ განაცხადა.

მისი თქმით, დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აღშფოთება ქართული საზოგადოებისთვის დიდს არაფერს აღარ წარმოადგენს, რადგან მათ ორმაგი სტანდარტები გამოიყენეს.

„დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილისა და დიდი არასამთავრობო ორგანიზაციების აღშფოთება ქართული საზოგადოებისთვის დიდს არაფერს აღარ წარმოადგენს. ეს სიტუაცია თავადვე შექმნეს, რადგან გვახსოვს მათი აღშფოთება სააკაშვილის საკითხზე, როცა გვეუბნებოდნენ, რომ თურმე პატიმარ სააკაშვილს „ვაწამებდით“, „უკურნებელი სენი“ სჭირდა, რომლისთვისაც ექიმები გამოგვიგზავნეს, მათ კი სააკაშვილის თმებისა და ფრჩხილების გატანა სცადეს, თუ რისთვის, უკვე ყველასთვის ნათელია. ამ ფონზე, სამწუხაროდ, არ გვინახავს არავის აღშფოთება, როდესაც ზურაბ ადეიშვილი გამოჩნდა ბუნდესტაგში, ადამიანის უფლებების განსახილველად, მიუხედავად იმისა, რომ მასთან დაკავშირებით ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, მათ შორის იმაზე, თუ რა სისხლის სამართლის დანაშაულები აქვს ჩადენილი საქართველოში და რა სასჯელები აქვს მისჯილი. ამიტომ, როცა რომელიმე მხარე ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს, მის აღშფოთებას უკვე რეალური ძალა აღარ აქვს“, – განაცხადა დავით კაჭარავამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა