GD Banner
პოლიტიკა

ცოტნე კობერიძე – გავიმეორებთ ყველაფერს, რაც წინა წელს გავაკეთეთ

გამეორება ცოდნის დედაა და ისე გავიმეორებთ ყველაფერს, რაც წინა წელს გავაკეთეთ,- ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა, ცოტნე კობერიძემ ტვ- პირველს განუცხადა.

მისივე თქმით, წინა წელსაც ასე დაიწყო პროტესტი- პარლამენტის უკანა ეზოში, სადაც მხოლოდ აქტივისტები შეიკრიბნენ, თუმცა შემდეგ ხალხის დიდი რაოდენობა შეუერთდა.

„ახლა გავა ბიუროზე ეს საკითხი. თუ გვინდა, რომ პროცესი პირამიდულად წარიმართოს და მეტი ხალხი ჩაერთოს, საიდანღაც უნდა დაიწყოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არჩევნებითაც გავცემთ პასუხს რუსულ რეჟიმს, თვითონ ამ კონკრეტულ პროექტსაც ქუჩაში დგომით გავაპროტესტებთ, არ დაგვეზარება. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვეშია არჩევნები, პოლიტიკას ქუჩაშიც ვაკეთებთ და ქუჩის გარეთაც. ეს უნდა იყოს ჩვენი დევიზი ამ წამს. ერთი წლის წინ აქ ხალხმა გააკეთა, რაც გააკეთა. ვიღაცეები დაიჭირეს, ვიღაცეები შეავიწროვეს, ვიღაცეები დაშალეს, მაგრამ ეს ხალხი დღესაც არსებობს და ვიწყებთ ხმაურით“,-განაცხადა მან.

ცნობისთვის, პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების აქტივისტები შეიკრიბნენ და „გამჭვირვალობის“ კანონს აპროტესტებენ შეძახილებით „რუსებო, რუსებო“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,238 ნახვა