GD Banner
პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა გახარიას პარტიის ალტერნატიულ კანონპროექტზე: გახარიასეული ინიციატივა სხვა არაფერია, თუ არა “ნაცების” დახმარება შავი ფულისთვის ბრძოლაში – მერე იტყვიან, სად ჩვენ და სად “ნაცებიო”

მერე იტყვიან, სად ჩვენ და სად ნაცებიო. ეს გახარიასეული ინიციატივა სხვა არაფერია თუ არა ნაცების დახმარება შავი ფულისთვის ბრძოლაში, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, რითაც ეხმიანება პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ მიერ ალტერნატიული კანონპროექტის პარლამენტში წარდგენას.

ექსპერტის თქმით, გახარიას პარტიის ინიციატივა, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელდეს, დემოკრატიით შეფუთული განცხადებაა, თუმცა, მათ გუნდში ჰყავთ ნათია მეზვრიშვილი, რომელიც ისევე ფინანსდება უცხოელი დონორებისგან, როგორც გავლენიანი არასამთავრობოები.

“მერე იტყვიან, სად ჩვენ და სად ნაცებიო. ეს გახარიასეული ინიციატივა სხვა არაფერია თუ არა ნაცების დახმარება შავი ფულისთვის ბრძოლაში. არ გამოვა დემოკრატიით შეფუთული განცხადებების კეთება, მითუმეტეს როცა გუნდში გყავს მეზვრიშვილი, რომელიც ზუსტად ისევე ფინანსდება, როგორც გიგაურები და ლომჯარიები. ქვეყნის უსაფრთხოებისთვის კი ამ კანონის მიღება აუცილებელია და მოუწევს ყველას ამასთან შეგუება, რაც მხოლოდ და მხოლოდ დეკლარაციის შევსებით განისაზღვრება. შავმა ფულმა დამოუკიდებელ, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაში არ უნდა იტრიალოს!” – წერს ნინო ფოჩხუა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,232 ნახვა