GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – რესურსულად ყველაზე ძლიერ შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას 85 მილიონიდან მინიმუმ 70 მილიონი დახარჯული აქვს ყოველგვარი დეტალური ინფორმაციის წარმოდგენის გარეშე, სრულიად გაუმჭვირვალედ

რესურსულად ყველაზე ძლიერ შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას 2012 წლიდან მაქსიმუმ 18% აქვს დეკლარირებული იმ ფინანსების, რომელსაც ხარჯავენ. მთლიანმა თანხამ, რაც იყო ნაჩვენები, დეტალების გარეშე, 85 400 000 ლარი შეადგინა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 85 მილიონიდან მინიმუმ 70 მილიონი დახარჯული აქვთ ყოველგვარი დეტალური ინფორმაციის წარმოდგენის გარეშე, სრულიად გაუმჭვირვალედ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, NGO-ების საქმიანობა არის თვისობრივად გაუმჭვირვალე და საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ვინ რისთვის ფინანსდება. შესაბამისად, ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ეს თანხები არის სრულიად გამჭვირვალე, პრემიერის თქმით, ამოღებული იქნა ინფორმაცია შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის თაობაზე და ფაქტები აჩვენებს იმას, რომ გამჭვირვალობა არ არის უზრუნველყოფილი.

„ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, მთავრობისთვის და სამთავრობო დაწესებულებებისთვის ახლაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების თაობაზე, რაც არის სიცრუე. ჩვენ ამოვიღეთ ინფორმაცია შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის თაობაზე. ესენი არიან ყველაზე რესურსულად ძლიერი, მდიდარს არ ვიტყვი ამ შემთხვევაში, ასევე ექსტრემიზმით გამორჩეული არასამთავრობო ორგანიზაციები, საიდანაც გაირკვა, რომ 2012 წლიდან მათ მაქსიმუმ 18% აქვთ დეკლარირებული იმ ფინანსების, რომელსაც ხარჯავენ. კერძოდ, მთლიანმა თანხამ, რაც იყო ნაჩვენები, დეტალების გარეშე, იყო 85 400 000 ლარი. ეს არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მინიმუმ ამდენი ხარჯი აქვს გაწეული შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა ჩვენ არ გვაქვს არავითარი ინფორმაცია ამ თანხების მიზნობრიობისა და კონკრეტული წყაროების თაობაზე. აქედან დეტალური ინფორმაცია გვაქვს მხოლოდ 18%-თან დაკავშირებით, ანუ 15 400 000 ლართან დაკავშირებით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 85 მილიონიდან მინიმუმ 70 მილიონი მათ აქვთ დახარჯული ყოველგვარი დეტალური ინფორმაციის წარმოდგენის გარეშე, სრულიად გაუმჭვირვალედ. ანუ მთავრობასაც კი არავითარი ინფორმაცია არ აქვს ამასთან დაკავშირებით. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ თავისთავად, ეს ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, ანუ, მე არასამთავრობო ორგანიზაციებსაც კი ვერ ვაკონკრეტებ.

შესაბამისად, საზოგადოებისთვის საერთოდ, ნული ინფორმაციაა ხელმისაწვდომი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. უშუალოდ სამთავრობო დაწესებულებებისთვის არის ხელმისაწვდომი ინფორმაციის მაქსიმუმ 18%. გარდა ამისა, ისიც აღსანიშნავია, რომ მათი ხარჯებიდან დიდი ნაწილი საერთოდ არ არის ნაჩვენები ფინანსთა სამინისტროში. აქ არ შედის მაგალითად, სამივლინებო ხარჯები, ოფისის ქირის უდიდესი ნაწილი, ელექტრონული ზედნადების გარეშე განხორციელებული შესყიდვები, რაც არის საკმაოდ დიდი მოცულობა, შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არა 82%, არამედ მათ მიერ დახარჯული თანხების 90%-ზე ბევრად მეტი არის სრულიად გაუმჭვირვალე. საზოგადოებისთვის არის პრაქტიკულად სრულიად გაუმჭვირვალე. მთავრობისთვისაც კი არის აბსოლუტურად ხელმიუწვდომელი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ და რისთვის დაფინანსდა შესაბამისი ორგანიზაციები. არის ერთ-ერთი ფინანსურად ყველაზე ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც 0,4% აქვს მხოლოდ დეკლარირებული. არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც განსაკუთრებულად გამოირჩევა ექსტრემიზმით და მათ ნული აქვთ ნაჩვენები, საიდან და რა მიზნით მიიღეს დაფინანსების სახით. ეს არის საერთო სურათი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. აქედან ჩანს, რომ NGO-ების საქმიანობა არის თვისობრივად გაუმჭვირვალე და საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ვინ რისთვის ფინანსდება. შესაბამისად, ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ეს თანხები არის სრულიად გამჭვირვალე, თუმცა ფაქტები აჩვენებს იმას, რომ არავითარი გამჭვირვალობა არ არის უზრუნველყოფილი. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება სრულად იყოს ინფორმირებული ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის იმის შესახებ, თუ რა წყაროებიდან და რისთვის ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, შესაბამისი მედიასაშუალებები და ამისათვის ახლად ინიცირებული კანონპროექტის მიღება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა