პირდაპირ გეტყვით, ამ გამჭვირვალეობის კანონისთვის რუსული კანონის შერქმევაზე – გოიმობა და უვიცობაა, ხოლო შემრქმევი, მავნებელთან ერთად ზედმეტად უვიციც! – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, “გამჭვირვალობის კანონს” “რუსულ კანონად” მოიხსენიებენ არამხოლოდ ქართველი რადიკალები, არამედ ის მავნებელი უცხოელები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ირწმუნებოდნენ, როლ მიხეილ სააკაშვილი წამების მსხვერპლი იყო და კვდებოდა.
“პირდაპირ გეტყვით, ამ გამჭვირვალეობის კანონისთვის რუსული კანონის შერქმევაზე – გოიმობა და უვიცობაა, ხოლო შემრქმევი, მავნებელთან ერთად ზედმეტად უვიციც! მოდით, ვნახოთ ვინ ეძახის ამ კანონს რუსულს:
1. შეშინებული მავნებელი არასამთავრობოები და რადიკალი პოლიტიკოსები, დაზაფრულები იმით რომ მათი ფინანსები და საქმიანობა გამჭვირვალე გახდება.
2. გაუნათლებელი და მათი უვიცი მხარდამჭერები, რომლებსაც წაკითხული არც აქვთ კანონი და არგუმენტად მოაქვთ, რომ არც წაიკითხავენ ვინაიდან მაინც რუსულია.
3. ის მავნებელი უცხოელები, რომლებიც გუშინ სააკაშვილს წამების მსხვერპლად და მომაკვდავად გვტენიდნენ, რომლის საავადმყოფოდან საზღვარგარეთ არ გადაყვანის შემთხვევაში მისი სიცოცხლის დღეები და საათები დათვლილი იყო .
4. ვინც გინდა და რაც არ უნდა მაღალი რანგის უცხოელი თანამდებობის პირი იყოს, რომელსაც ასევე არ აქვს წაკითხული და ისე აკეთებს განცხადებებს, ფაქტობრივად აღიარებს, რომ ქართველი მავნებელ-რადიკალების გავლენის ქვეშ არიან მოქცეულები.
5. ყველა უცხოელი, რომელიც ამ კანონის მიღებას ეწინააღმდეგება, პირდაპირ თუ ირიბად ერთვება ჩვენს საშინაო საქმეებში და პატივს არ სცემს ჩვენ სუვერენიტეტს.
6. ყველა უცხოელი ამ კანონზე წაუკითხავად მსჯელობის გარეშე დასკვნის გამოტანით, ეთანხმება ან ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში შავი ფულის შემოდინებას.
7. კიდევ ერთხელ წაიკითხეთ კანონი და მერე გამოთქვით მოსაზრებები, წინააღმდეგ შემთხვევაში მე პირადად ასეთ ხალხს უცხოელს თუ ქართველს, მარტივად ვთვლი წერა-კითხვის უცოდინარ უვიცად, რომელიც ასე მარტივად ექცევა მავნებლებისა და რადიკალების გავლენის ქვეშ!” – წერს ნიკოლეიშვილი.