GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე “გამჭვირვალობის კანონზე”: ჩვენო მეგობრებო, წარმოუდგენელი უსამართლობაა, თქვენთან იღებდეთ, აინიციირებდეთ და ჩვენ თითის ქნევით გვეუბნებოდეთ, რომ ეს არ გავბედოთ – ამ უსამართლობას ქართველი ხალხი არ შეეგუება

დღეს და გუშინ, მოძლიერდა გარედან ზეწოლა, სამწუხაროდ ჩვენი მეგობრების მხრიდან, დიახ, გავუძლებთ და გავიტანთ ბოლომდე ჩვენს სიმართლეს. განსხვავება არის ერთი – შარშანდლისგან განსხვავებით, ისინი “რუსულ კანონს” აღარ უწოდებენ, თუ სუბიექტური ფიზიკური პირები არ არიან – ეს არის უკვე შედეგი და ჩვენ ამითაც კმაყოფილები ვართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, “გამჭვირვალობის კანონზე” საუბრისას განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, უსამართლობაა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები თავად იღებდნენ უცხოეთიდან შემოსული დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონებს და პარალელურად, საქართველოს მოუწოდებდნენ, რომ მსგავსი კანონის მიღება არ გაბედონ.

“კრიტიკა, რომ შემაშფოთებელია, დამაზიანებელია, ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის – ეს კრიტიკა არის ყალბი. ჩვენ უნდა გავბედოთ ამის თქმა, იმიტომ, რომ ჩვენ გვაიძულებენ და აქვთ მცდელობა გვაიძულონ, არ მივიღოთ იგივე კანონი, რაც თავად ევროკავშირმა დააინიციირა. თავად ევროკავშირის ქვეყნებშია ინიციირებული, მოქმედებს, განიხილება და ა.შ. და ჩვენ გვეუბნებიან, თქვენ არ მიიღოთ ეს კანონი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ წარმოუდგენელი უსამართლობაა, ისევე როგორც თავის დროზე კანდიდატის სტატუსის არმოცემა. ჩვენო მეგობრებო, ხაზგასმით ვეუბნებით ამას, წარმოუდგენელი უსამართლობაა, თქვენთან იღებდეთ, აინიციირებდეთ და ჩვენ თითის ქნევით გვეუბნებოდეთ, რომ ეს არ გაბედოთ. ამ უსამართლობას ქართველი ხალხი არ შეეგუება. თუ კონკრეტულ ძალებს უნდათ, რომ ფულით მართონ საქართველო, ასე არ იქნება – საქართველო არის სუვერენული, შემდგარი სახელმწიფო და საქართველოს მართავს მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, შესაბამისად, ეს ყველაფერი ღირებულებით ბრძოლაში გადადის.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,232 ნახვა