GD Banner
პოლიტიკა

გია ვოლსკი შშმ პირების განცხადებაზე – უზნეობაა, თუ ვინმე აშინებს იმით, რომ შშმ პირებს შეუწყდებათ დახმარება იმის გამო, თუ არ გააკეთებენ განცხადებას

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, რომ უზნეობაა, თუ ვინმე აშინებს შშმ პირებს იმით, რომ თუ განცხადებას არ გააკეთებენ, დახმარება შეუწყდებათ.

გია ვოლსკი გამოეხმაურა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების განცხადებას.

„თუკი ვინმე აშინებს იმით, რომ შშმ პირებს შეუწყდებათ დახმარება იმის გამო, თუკი არ გააკეთებენ განცხადებას, ეს უზნეობაა. ვინც ეხმარება, თანადგომას უცხადებს და ფინანსურად თუ ნებისმიერი სხვა პროგრამით ეხმარება შშმ პირებს, იმას ორდენი ეკუთვნის, მაგრამ რატომ არ უნდა გააკეთონ ამის შესახებ დეკლარირება? როდესაც ცდილობ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ გამჟღავნდეს, გამოდის რომ სხვა გეგმა გაქვს, ან შშმ პირებს იყენებ იმ პოლიტიკური უზნეო მიზნებისთვის, რომელიც გაგაჩნია“, – აცხადებს გია ვოლსკი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,232 ნახვა