თუ ვინმეს რქები ადგას თავზე, ბორგავს,-ასე ეხმაურება რეჟისორი გოგა ხაინდრავა გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს.
„ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს! კანონი საქაჯეთს! თუ ვინმეს რქები ადგას თავზე და კუდი აბია, ბორგავს! როგორ ბედავენ?! რაც ეპატიება იუპიტერს არ ეპატიება ხარს! ვის დაკრულზე როკავენ ესე ერთსულოვნად, ვის მფარველობას იხვეწებიან ეს ავი სულები?! გავახსენებ! ღორების კოლტი მზადაა, უფსკრულიც იქვეა!“,-წერს გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში.
Facebook Comments Box