GD Banner
პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: შეზღუდული შესაძლებლობის თემის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის დაუშვებელია -შეუძლებელია გამჭვირვალობის წინააღმდეგი ვიყოთ, თუ ვინმე ახორციელებს პოზიტიურ კონტრიბუციას, მათ შორის, შშმ პირთა გაძლიერების მიმართულებით

შეზღუდული შესაძლებლობის თემის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის არის დაუშვებელი და ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ცხადია, ეს ინიციატივა არანაირ პროექტს, არანაირ მხარდაჭერას ხელს არ შეუშლის, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი შშმ პირების განცხადებას, რომლებმაც მოუწოდეს “ქართულ ოცნებას”, არ მიიღონ გამჭვირვალობის შესახებ ინიციირებული კანონპროექტი.

იონათამიშვილის განცხადებით, შეუძლებელია საზოგადოება გამჭვირვალობის წინააღმდეგი იყოს, მით უმეტეს, როდესაც ვინმეს პოზიტიური წვლილი შეაქვს ნებისმიერი, მათ შორის, შშმ პირების გაძლიერების მიმართულებით.

“შეუძლებელია, ჩვენ გამჭვირვალობის წინააღმდეგი ვიყოთ და გამჭვირვალეობას არ ვუჭერდეთ მხარს. მით უმეტეს, თუ ვინმე ახორციელებს პოზიტიურ კონტრიბუციას ნებისმიერი მიმართულებით, მათ შორის, შშმ პირთა გაძლიერების მიმართულებით, ამის გამჭვირვალეობის ინტერესი არ ჰქონდეს ნებისმიერ აქტორს. პირიქით, ეს ჩვენი საერთო ინტერესი უნდა იყოს და საზოგადოება მადლობასაც კი ეტყვის ნებისმიერს, ვინც ამ მხრივ პოზიტიურ წვლილს აფიქსირებს.” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა