რადიკალური ოპოზიცია უკვე სასტიკად არის დამარცხებული, ვინაიდან გამჭვირვალეობას მათ დაუპირისპირეს დეზინფორმაცია – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციისა და ენჯეო სექტორის მიერ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით დაწყებული დეზინფორმაციული კამპანიის კომენტირებისას.
მისი თქმით, დეზინფორმაციაზე მეტად რუსული არაფერია, შესაბამისად, ჩვენ გვყავს რუსული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ირჩევს დეზინფორმაციას და არა გამჭვირვალეობას.
„რადიკალური ოპოზიცია უკვე სასტიკად არის დამარცხებული, ვინაიდან გამჭვირვალეობას მათ დაუპირისპირეს დეზინფორმაცია. დეზინფორმაციაზე მეტად რუსული არაფერი არ არის, შესაბამისად, ჩვენ გვყავს რუსული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ირჩევს დეზინფორმაციას და არა გამჭვირვალეობას. შესაბამისად, არავის აღარ უნდა გაუკვირდეს, თუ 2024-ის არჩევნები მათთვის ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდება“ – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.