GD Banner
პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: ჯერ იყვნენ ფეხბურთელები, ახლა შშმ პირები. ზუსტად ისე მოექცევიან ფეხბურთელებს, შშმ პირებს და მთელ მოსახლეობას, როგორც ექცეოდნენ იმ ავბედით წლებში, როცა იყვნენ ხელისუფლებაში. დღეს, როგორი ყურადღებაც ექცევა შშმ საზოგადოებას, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში, რაღაც არ მახსენდება

დღეს როგორი ყურადღებაც ექცევა შშმ საზოგადოებას, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში, რაღაც არ მახსენდება. მუშაობენ გვარამიები, გიგაურები, ლომჯარიები, ატყუებენ ადამიანებს, კანონი გამჭვირვალეობის შესახებ თითქოს ფიზიკურ პირებსაც ეხება, არა და ეს არის დიდი ტყუილი! – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განცხადებას – “არ მიიღოთ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიევროპული და პრორუსული კანონი!”.

ფოჩხუას თქმით, ოპოზიცია ყველაფერზე მიდის ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, რომ ზუსტად ისე მოექცნენ ფეხბურთელებს, შშმ პირებს და მთელ მოსახლეობას, როგორც ექცეოდნენ იმ ავბედით წლებში, როცა იყვნენ ხელისუფლებაში.

„ჯერ იყვნენ ფეხბურთელები, ახლა შშმ პირები. ყველაფერზე მიდიან ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, რომ ზუსტად ისევ ისე მოექცნენ ფეხბურთელებს, შშმ პირებს და მთელ მოსახლეობას, როგორც ექცეოდნენ იმ ავბედით წლებში, როცა იყვნენ ხელისუფლებაში. დღეს როგორი ყურადღებაც ექცევა შშმ საზოგადოებას, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში, რაღაც არ მახსენდება. მუშაობენ გვარამიები, გიგაურები, ლომჯარიები, ატყუებენ ადამიანებს, კანონი გამჭვირვალეობის შესახებ თითქოს ფიზიკურ პირებსაც ეხება, არა და ეს არის დიდი ტყუილი! მათ მხოლოდ პირადი ინტერესი ამოძრავებთ და ეს ხომ ადვილი მისახვედრია. გუშინ რუსთაველზე მხოლოდ ის ხალხი რომ იდგა, ვისი ინტერესიც არის ამ კანონის არმიღება, ეს არაფერზე მეტყველებს? ძალიან სამწუხაროა, რომ კიდევ არსებობენ ადამიანები, ვისაც სჯერა ჩვენი ქვეყნის მტრების“, – წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა