ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი რადიკალური ოპოზიციისა და „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლების მიერ დაწყებულ „გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ დეზინფორმაციულ კამპანიას ეხმიანება და ამის საპირწონედ სოციალურ ქსელში აქვეყნებს ბანერს, რომლის მიხედვითაც ჩანს, რატომ არის ეს კანონპროექტი ევროპული და არა რუსული.
„4 (ოთხი) ტყუილი რის შემოსაღებასაც აპირებს ნიკა გვარამია გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით:
რატომ 4 და არა 5, როგორც ჩანს ყოფილ ნაციონალსა და ახლა უფრო ახალ ნაციონალს ციფრი 5 აღარ ეპიტნავება (შესაძლოა უკვე ხელმოცარულობის ნიშანი ჰგონია), თან 4 უფრო მოსწონს, აკი საარჩევნოდ სწორედ ეს ციფრი აიღო, უფრო სწორედ 4-ში ჩაეკვეტა ნიკა მაჭუტაძეს!
ისე, რუსულ წისქვილზე ნაცებმა და მისმა მიდევრებამ, რომ წყალი დაასხეს დაწყებული ჩვენი ტერიტორიების 20% ხონჩით მირთმევიდან სტრატეგიული ობიექტების გადაცემა-ჩუქებით, მგონი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს! ქვემოთ კი მარტივი განმარტებაა რა ტყუილსა და დეზინფორმაციას გვთავაზობენ მავნებლები და რა არის სინამდვილეში.“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.