GD Banner
პოლიტიკა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ჰააგაში გამართული შეხვედრიდან ზურაბ ადეიშვილის ფოტოთი პოსტი წაშალა – ახალ პოსტში ადეიშვილი ფოტოდან ჩამოჭრილია

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა წაშალა პოსტი, სადაც ზურაბ ადეიშვილის ნიდერლანდების იუსტიციის და უსაფრთხოების მინისტრთან შეხვედრა ჩანს. სოციალურ ქსელ X-ზე კოსტინმა ახალი პოსტი დადო, რომლის ერთ-ერთი ფოტოდან ადეიშვილი ჩამოჭრილია.

საქართველოში რამდენიმე მძიმე საქმეზე მსჯავრდადებული ზურაბ ადეიშვილი ჰააგაში, უკრაინის დელეგაციასთან ერთად, კონფერენციას “სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის” დაესწრო. როგორც ანდრეი კოსტინის მიერ X-ზე გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, უკრაინის მხარემ მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების იუსტიციის და უსაფრთხოების მინისტრს უკრაინის მიმართ ნაჩვენები უდიდესი მხარდაჭერისთვის სამართლიანობის სწრაფვისკენ.

აღნიშნულ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ლევან ქარუმიძე გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა: “როგორ შეიძლება ვინმემ ისაუბროს სამართლიანობაზე, როცა იმავე ოთახშია ზურაბ ადეიშვილი (ადამიანის უფლებათა არაერთი დარღვევისთვის მსჯავრდებული)?! სირცხვილი.”

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,232 ნახვა