GD Banner
პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობა – წლების მანძილზე, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები აწარმოებენ საბჭოური სტილის კამპანიას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის წინააღმდეგ

წლების მანძილზე, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები აწარმოებენ საბჭოური სტილის კამპანიას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ამ მიზნით, ისინი ახორციელებენ სასამართლო ხელისუფლებისა და მოსამართლეების სტიგმატიზებას – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მდიდარი „ენჯეოები“, რადიკალურ პარტიებთან ერთად, თავს ესხმოდნენ სასამართლო ხელისუფლებას იმ საქმეების გამო, რომლებსაც კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისთვის განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა

„მიუხედავად იმისა, რომ „ენჯეოებმა“ დღემდე ვერ წარმოადგინეს სასამართლო საქმეები, რომლებიც სასამართლოში სისტემური ან თუნდაც, მეტ-ნაკლებად სერიოზული არა-სისტემური პრობლემების არსებობას დაადასტურებდა, ისინი დღესაც არ ამბობენ უარს ზემოაღნიშნული კამპანიის წარმოებაზე და გაუმჭვირვალე ფინანსების გამოყენებით, ამ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის შერყევას ცდილობენ. გარდა ამისა, მდიდარი „ენჯეოები“, რადიკალურ პარტიებთან ერთად, თავს ესხმოდნენ სასამართლო ხელისუფლებას იმ საქმეების გამო, რომლებსაც კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისთვის განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა.  ეს იყო „რუსთავი 2-ის“, გიორგი უგულავას, ნიკანორ მელიას, ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის და სხვა პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეები, რომლებთან დაკავშირებითაც ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს და კონკრეტული მოსამართლეების დისკრედიტირებას აქტიურად ცდილობდნენ. შეგახსენებთ, რომ ყველა ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ქართული სასამართლოების გადაწყვეტილებები გაიზიარა, რამაც „ენჯეოების“ მიერ წარმოებულ კამპანიას ცივი წყალი გადაასხა. შეგახსენებთ იმასაც, რომ „ენჯეოებს“ არ ჰქონდათ არავითარი რეაქცია, როდესაც ყოფილ და მოქმედ ქართველ მოსამართლეებს, „ბანგალორის პრინციპების“ წინააღმდეგ, ფაქტობრივი სანქციები შეუფარდეს და იგივე სანქციები მათი ოჯახის სრულწლოვან და არასრულწლოვან წევრებზეც გაავრცელეს, რაც ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში შელახვის უკიდურესი ფორმაა. ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ ე.წ. სამოქალაქო სექტორისთვის სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებს ჩალის ფასიც კი არა აქვს“- განქვამია განცხადებაში. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,233 ნახვა