საბერძნეთთან მატჩის შემდეგ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამარჯვება მოგვილოცა და მადლობა გადაგვიხადა ამ უდიდესი წარმატებისთვის – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა.
“რამდენიმე მედიასაშუალებამ მომეტებული ინტერესი გამოხატა იმის შესახებ, მიიღო თუ არა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ მილოცვა ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან.მინდა ვუთხრა ამ თემით დაინტერესებულ მედიას, რომ საბერძნეთთან მატჩის შემდეგ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამარჯვება მოგვილოცა და მადლობა გადაგვიხადა ამ უდიდესი წარმატებისთვის. ბიძინა ივანიშვილი ათეულობით წლების განმავლობაში ახორციელებდა ქველმოქმედებას ისე, რომ მისი სახელი და გვარიც კი არავინ იცოდა და რა გასაკვირია, რომ გულითადი მილოცვა ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ყოველგვარი აფიშირების გარეშე მიიღო”. – აცხადებს ლევან კობიაშვილი.