GD Banner
პოლიტიკა

არანაირ რუსულ კანონს პარლამენტი არ იღებს… პათეტიკა, რაც შარშან გაგივიდათ, წელს არ გაგივათ – შალვა პაპუაშვილი

ნუ აყენებთ შეურაცხყოფას ამ შენობას. არანაირ რუსულ კანონს საქართველოს პარლამენტი არ იღებს, არც მიუღია – ამ რეპლიკით გააწყვეტინა სიტყვა პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატს, ხატია დეკანოიძეს, რომელიც ამბობდა, რომ “ოცნებამ” პარლამენტში რუსული კანონი ხელახლა დააინიცირა.

” მაინც შეგახსენებთ ნუ აყენებთ შეურაცხყოფას ამ შენობას. არანაირ რუსულ კანონს საქართველოს პარლამენტი არ იღებს, არც მიუღია და არც მიიღებს. ეს პათეტიკა რაც შარშან გაგივიდათ, წელს არ გაგივათ. გადით ქართველ ხალხში და მათ ჰკითხეთ. ნუ ატყუებთ ქართველ ხალხს” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამის შემდეგ, სესიაზე ალეკო ელისაშვილმა ისარგებლა სიტყვის უფლებით და თქვა, რომ კანონი რუსულია და წერტილი კი არა, აქ ძახილის ნიშანია დასმული.

პარლამენტის თავმჯდომარემ მასაც უპასუხა.

” ეს არის ანტიქართული პროპაგანდა და ამის უფლებას არ მოგცემთ. ყველას გავუთიშავ მიკროფონს, ვინც რუსულ კანონს გამოიყენებს” – თქვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,238 ნახვა