GD Banner
პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა – მგონია, რომ ქალბატონი დანიგანი შეასრულებს პირობას, რაც გულისხმობს ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნას, რაც იმის დადასტურება იქნება, რომ მომავალში აღარ მოხდება საქართველოს მოქალაქეების “დასჯა” ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ქართველი მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ რობინ დანიგანის ელჩობის პირობებში შესრულდება პირობა, რაც მოსამართლეებისათვის სანქციების მოხსნას გულისხმობს.

ექსპერტის თქმით, მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნა იმის დადასტურება იქნება, რომ მომავალში საქართველოს მოქალაქეებს დაუმსახურებლად, მტკიცებულებების გარეშე აღარ “დასჯიან”.

“ქალბატონი დანიგანი საღად მოაზროვნე ელჩია, რაც დაამტკიცა კიდეც, მართალია მისი მოღვაწეობის მცირე მონაკვეთში, მაგრამ იმედს ვიტოვებ ბოლომდე ასე იქნება. სიმართლე კი ერთია, ამიტომ რატომღაც მგონია, რომ ის შეასრულებს იმ პირობას, რაც გულისხმობს ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნას. ეს კი იმის დადასტურება იქნება, რომ მომავალში დაუმსახურებლად აღარ მოხდეს საქართველოს მოქალაქეების “დასჯა” ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე.” – წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,232 ნახვა