GD Banner
სამართალი

ნინო ფოჩხუა: ეკა არეშიძემ, მადონა მაისურაძემ და თამარ ხაჟომიამ პირადი გამორჩენის მიზნით უღალატეს საკუთარ ქვეყანას – შეუძლებელია მათ ობიექტურად განიხილონ საქმეები

აი ამ ქალბატონებს: ეკა არეშიძეს, მადონა მაისურაძეს და თამარ ხაჟომიას შეიძლება ანდო საქმის განხილვა? – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა ამერიკის საელჩოს იუსტიციისა და მართლმსაჯულების მიმართულების კურატორის მიერ, ვეტინგის მომხრე სამი მოსამართლის იტალიაში წაყვანას.

ფოჩხუა აღნიშნავს, რომ ზემოთ ხსენებულმა ქალბატონებმა პირადი გამორჩენის მიზნით უღალატეს საკუთარ გუნდს, საკუთარ პროფესიას და საკუთარ ქვეყანას.

მისივე თქმით, შეუძლებელია ამ მოსამართლეებმა ობიექტურად განიხილონ მათთან მოხვედრილი საქმეები.

„აი ამ ქალბატონებს: ეკა არეშიძეს, მადონა მაისურაძეს და თამარ ხაჟომიას შეიძლება ანდო საქმის განხილვა? ქალბატონებმა, რომლებმაც უღალატეს საკუთარ გუნდს, საკუთარ პროფესიას და რაც მთავარია საკუთარ ქვეყანას პირადი გამორჩენის მიზნით, შეუძლებელია მათ ობიექტურად განიხილონ მათთან მოხვედრილი საქმეები, ამიტომ სხვისი არ ვიცი და პირადად მე აცილებას მივცემდი ამ მოსამართლეებს“, – წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,157 ნახვა