GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გრანტი დაუმტკიცდა ერთ-ერთ „ნაცმოძრაობის“ არხს [მთავარი არხი], თურმე ვიღაცები ამბობენ, რომ „გრანტი კი დაგვიმტკიცდა, მაგრამ არანაირი ირიბი მხარდაჭერა ლგბტ პროპაგანდის, უბრალოდ უმიზნოდ დაგვიმტკიცდა ეს გრანტიო“ – უმიზნოდ და უმიზეზოდ გრანტები არ მტკიცდება

ჩვენ ბოლო დღეებში ვიღებთ ძალიან ბევრ ინფორმაციას, რომ როგორც სასამართლოს წინააღმდეგ, ასევე ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად, ანუ ოჯახის ინტერესების დაცვის საპირისპიროდ შემოდის ქვეყანაში ძალიან დიდი ფული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, ოპონენტებმა და მათმა პატრონებმა უკვე სავსებით რეალურად გადაწყვიტეს, რომ მათ არაფრის თავი არ აქვთ და ახლა აქცენტი გააკეთეს ფულზე.

მანვე აღნიშნა, რომ სწორედ ამას ემსახურებოდა ამერიკული კანონის „რუსულ კანონად“ გამოცხადება, რათა ვერ მომხდარიყო გრანტების მიზნობრიობის დადგენა.

„დღეს გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ გრანტი დაუმტკიცდა ერთ-ერთ „ნაცმოძრაობის“ არხს. შემდეგ, თურმე ვიღაცები ამბობენ, რომ „გრანტი კი დაგვიმტკიცდა, მაგრამ არანაირი ირიბი მხარდაჭერა ლგბტ პროპაგანდის, უბრალოდ უმიზნოდ დაგვიმტკიცდა ეს გრანტიო“ – უმიზნოდ და უმიზეზოდ გრანტები არ მტკიცდება. თურმე ამიტომ მოიკლეს თავი შარშან, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი ღირსეული მომავალი თაობა მოეტყუებინათ, რომ ამერიკული კანონი, თურმე რუსულია. ეს იმიტომ, რომ ვერ უნდა გაგვეგო მიზნობრიობა ამ გრანტების. მიზნობრიობა კონკრეტული გრანტის, რომელიც შეადგენდა ირიბი ლგბტ პროპაგანდისთვის გამოყოფილი თანხის 5-6%-ს და მოიგეს გრანტი ამ მიზნობრიობით, ან ამის სანაცვლოდ, რომ ეს გააკეთონ და ამბობენ, რომ ამას მიზნობრიობა არ გააჩნია. რაღაცა მიზანი ხომ უნდა ჰქონდეს გრანტს. ნიკა გვარამიამ დეტალურად იცის თურმე ამ გრანტის შესახებ და თან ისიც იცის, რომ მიზნობრიობა არ გააჩნია. ეს რას ნიშნავს? ანუ რა მიზნობრიობაც დასახელდა მართალი ყოფილა. როდესაც ინფორმაცია ვრცელდება, რომ ირიბი მხარდაჭერისთვის გამოყოფილი დიდი თანხის 5-6%, რომელიც ასევე დიდი თანხაა გამოეყო „მთავარ არხს“ და ამ დროს გვარამია აცხადებს, რომ ამას მიზნობრიობა არ გააჩნია, ესე იგი რაც გავრცელდა ის არის მართალი და ვერ მოიფიქრეს რა გამართლება მოუფიქრონ ამ ყველაფერს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,232 ნახვა