GD Banner
უცხოური მედია

ნიუ იორკის გუბერნატორი მოკლული პოლიციელის ოჯახმა სამძიმარზე არ შეუშვა

ნიუ იორკის გუბერნატორი ქეითი ჰოკული, რომელიც მოკლული პოლიციელის, 31 წლის ჯონათან დილერის სამძიმარზე მივიდა, უკან გააბრუნეს. შესასვლელში მას მამაკაცი დახვდა, რომელმაც გუბერნატორს მოთხოვა ტერიტორიის დატოვება, – ამის შესახებ dailymail იუწყება. 

 მედიის ინფორმაციით, გუბერნატორის სამძიმარზე შესვლა გარდაცვლილის ოჯახმა არ ისურვა. ქეითი ჰოკულმა ტერიტორია უსიტყვოდ დატოვა. მამაკაცს კი, რომელმაც მას შესვლის უფლება არ მისცა, ადგილზე მყოფებმა ტაში დაუკრეს.

ნიუ იორკის გუბერნატორს ხშირად აკრიტიკებენ კრიმინალის მიმართ ლოიალური დამოკიდებულების გამო. მოსახლეობას მიაჩნია, რომ დამნაშავეებს დაუსჯელობის განცდა აქვთ და შედეგად, კრიმინალური ვითარება უკიდურესად არის გართულებული. 

31 წლის პოლიციელი ორშაბათს 41 წლის მამაკაცმა მოკლა, რომელიც მანამდე,  21-ჯერ იყო დაკავებული პოლიციის მიერ სხვადასხვა დანაშაულის გამო, მათ შორის იარაღის უკანონო ტარების, ყაჩაღობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თუმცა ყოველთვის ახერხებდა დროზე ადრე გათავისუფლებას. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,808 ნახვა