“დაუშვებელია უმცირესობის ბატონობის მცდელობა საზოგადოების უმრავლესობის აზრზე და ქვეყნის შიდა საქმეებში გარედან თავხედური ჩარევები!”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც “ სამწუხაროა, რომ რამდენიმე ენჯეოს წყალობით, მართლმსაჯულების საკითხებში უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობა დღეს გაიგივდა სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმასთან, მორალურ ტერორთან, ანუ ყველაფერ იმასთან, რაც ანტიევროპაა”.
ანალიტიკოსის თქმით, ბოლშევიზმი და კოლონიალიზმი ქართველმა ერმა დიდი ხანია წარსულს ჩააბარა, ხოლო ვისაც სურს ამის რეინკარნაცია არის ანგარებიანი, უსამშობლო აუტსაიდერი და ანტი-ლიბერალი.
“ანომალიაა, რომ “ნაცენჯეოებმა” ნაწილობრივ შებღალეს სამოქალაქო სექტორი, ხოლო ჩვენს სუვერენიტეტზე თავდამსხმელი დასავლელი აქტორები რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტებად იქცნენ. დაუშვებელია უმცირესობის ბატონობის მცდელობა საზოგადოების უმრავლესობის აზრზე და ქვეყნის შიდა საქმეებში გარედან თავხედური ჩარევები! ბოლშევიზმი და კოლონიალიზმი ქართველმა ერმა დიდი ხანია წარსულს ჩააბარა, ხოლო ვისაც სურს ამის რეინკარნაცია არის ანგარებიანი, უსამშობლო აუტსაიდერი და ანტი-ლიბერალი.”- წერს გია აბაშიძე.