GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ხაზარაძე, მელია, გვარამია და სხვები ოფიციალურად მხილებული არიან დანაშაულში, ხალხი მათ წარმატების შანსს ვერ მისცემს

ოპოზიციაში რაც მეტი ორპროცენტიანი და სამპროცენტიანი პარტია იქნება, მით უკეთესი. საბოლოო ჯამში, ეს ჩვენ დაგვეხმარება საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ხაზარაძეს, მელიას, გვარამიასა და სხვებს, რომლებიც ოფიციალურად მხილებული არიან დანაშაულში და პოლიტიკაში ყოფნის პრეტენზიას გამოთქვამენ, ვერანაირი შანსი ვერ ექნებათ.

„დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ ვიღებთ დღეს საკონსტიტუციო უმრავლესობას. ჩვენი მხარდაჭერა არის, დაახლოებით, 60 პროცენტი. რაც შეეხება ოპოზიციას, „ნაცმოძრაობის“ მაჩვენებელი არის 15 პროცენტს ქვემოთ  და ვერცერთი სხვა პარტია ვერ ლახავს საარჩევნო ბარიერს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. რაც უფრო მეტად იქნება ფრაგმენტირებული ოპოზიცია, რა თქმა უნდა, მით უკეთესი.

ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან ხაზარაძე, მელია, გვარამია და სხვები, თითოეული მათგანი ოფიციალურად მხილებულია დანაშაულში. როცა ასეთი ადამიანები გამოთქვამენ პოლიტიკაში ყოფნის პრეტენზიას, მათ ვერანაირი შანსი ვერ ექნებათ. ბუნებრივია, საზოგადოება არის ძალიან გამოცდილი საქართველოში და, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ამ კონკრეტულ ადამიანებს წარმატების ვერანაირ შანსს ვერ მისცემს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა