GD Banner
სოციალური ქსელები და მედია

შეგნებული ტყუილი?! – რაში დასჭირდა გამოცემა „ნეტგაზეთს“ მოსამართლე გიორგი ებანოიძის კომენტარის დამახინჯება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძე ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთს“ სიცრუეში და მისი კომენტარის შეგნებულად დამახინჯებაში ადანაშაულებს. აღნიშნული ფაქტის შესახებ მოსამართლე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

„სამწუხაროდ, ჩემი კომენტარის შეგნებულად არასწორად ინტერპრეტაციის გამო, აქაც დავწერ და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გავაკეთებ. არასოდეს მითქვამს, რომ რაიმე ფორმით ე.წ. ვეტინგის მომხრე ვარ და იგივე აზრზე ვარ ამჟამადაც. პირიქით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებს სცილდება, ჩემთვის, როგორც მოსამართლისთვის მიუღებელია“,- წერს ებანოიძე.

მოვლენებს ქრონოლოგიურად, რომ გავყვეთ 2024 წლის 15 მარტს, გამოცემა „ნეტგაზეთმა“ გამოაქვეყნა ჟურნალისტ მარიამ ბოგვერაძის ავტორობით სტატია „ათი მოსამართლე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ემხრობა“.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ „არსებული მონაცემებით, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, სულ მცირე, 10 მოსამართლეა, ვინც არ ეწინააღმდეგება საკვანძო თანამდებობებზე მომუშავე მოსამართლეების კეთილსინდისირების შემოწმების მექანიზმს“ .

ჟურნალისტს ერთ-ერთ ასეთ მოსამართლედ წარმოდგენილი ჰყავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძე, რომელზეც მტკიცებით ფორმაში წერს, რომ ის „საკუთარი კეთილსინდისიერების შემოწმებისთვის მზაობას გამოხატავს“. აქვე იშველიებს ებანოიძის ციტატას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „შეფასებისგან თავს შევიკავებ. რაც შეეხება შემოწმებას, კანონიერების ფარგლებში ნებისმიერ დროს“. სწორედ აღნიშნული კომენტარის შეგნებულად არასწორად ინტერპრეტაციის შესახებ წერს ებანოიძე. მოსამართლე ჟურნალისტისთვის მიწერილ კომენტარში წერს, „შემოწმება კანონიერების ფარგლებში ნებისმიერ დროს“. სწორედ ეს უკანასკნელი დაამახინჯა გამოცემამ განზრახ, რადგან „ ვეტინგი“ დარგის სპეციალისტების თუ მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან უკვე არაერთხელ შეფასდა, როგორც არაკონსტიტუციური. განცხადება გაავრცელა საქართველოს უზენაესმა სასამართლომაც, სადაც ვკითხულობთ : ,,ვეტინგი“ არ მიეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტს, უხეშად ლახავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ითვალისწინებს რა სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს – სასამართლოს დაკომპლექტების მექანიზმების გარე აქტორების ხელში გადატანას“.

,,ვეტინგი“ ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი და მიზნად ისახავს ,,კეთილსინდისიერების’’ შემოწმების საჭიროების თაობაზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას, რათა გაადვილდეს პოლიტიკური კონტროლის განხორციელება სასამართლო ხელისუფლებაზე“.

სასამართლოს დაკომპლექტების მექანიზმების გარე აქტორების ხელში გადატანა ყველასთვის ადვილი მისახვედრია რასაც უნდა ემსახურებოდეს. ეს სასამართლო ხელისუფლებაზე პოლიტიკური კონტროლის განხორციელების პირდაპირი მცდელობაა, რასაც როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ არ დაუშვებენ და სასამართლო სისტემაში 2012 წლამდე არსებულ პერიოდს აღარასდროს დაუბრუნდებიან .

ალბათ ყველასთვის ადვილად მისახვედრია რაში აწყობს „გლობალურ ომის პარტიას“ საქართველოში „ვეტინგის“ ამოქმედება ან ვინ უნდა შეამოწმოს საქართველოს სასამართლო სისტემა მაშინ, როდესაც ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული სხვადასხვა ინდექსების მიხედვით, ქართული სასამართლო მოწინავე პოზიციებზეა, უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყნას, აშშ-ს და ევროპის მოწინავე ქვეყნებს.

და თუ მაინც რომელიმე მოსამართლის კეთილსინდისიერების შემოწმება დადგება დღის წესრიგში ამას ქვეყანა თავად მოახერებს. „დღეს საქართველოში ერთადერთი ორგანო კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ამოწმებს მოსამართლეების კეთილსინდისიერებას, არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო“,- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,781 ნახვა