GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

ნანა კაკაბაძე-ჩვენი დღევანდელი სასამართლოს პრესტიჟი კიდევ ერთხელ დაიცვა სტრასბურგის სასამართლომ, როდესაც ნიკა გვარამიას საჩივარი განსახილველადაც არ მიიღო- სტრასბურგის მოსამართლეებსაც ვეტინგი სჭირდებათ?


ახლახანს ჩვენი დღევანდელი სასამართლოს პრესტიჟი კიდევ ერთხელ დაიცვა ადამიანის უფლებათა ევროპულმა (სტრასბურგის) სასამართლომ, როდესაც ნიკა გვარამიას საჩივარი განსახილველადაც არ მიიღო და უკან გამოუბრუნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მის მიერ გასაჩივრებულ საქმეში არავითარი არსებითი ხასიათის დარღევა არ ყოფილა-ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, ნიკა გვარამიამ სტრასბურგის მოსამართლეებიც ქართველი მოსამართლეების მსგავსად პოლიტიზირებულებად შერაცხა. მისივე თქმით, მართალია გვარამიამ მეორე დღესვე უარყო მისი მხრიდან სიტყვიერი შეტევის ფაქტი, მაგრამ ჩვენ ველოდებით, მისგან ან მისი ამფსონებისგან სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეების „დავეტინგების“ მოთხოვნას. კაკაბაძის თქმით, გვარამიას მოუწევს ჩამოყალიბდეს: სტრასბურგის მოსამართლეებიც არაკომპეტენტურები და კორუმპირებულებ არიან, თუ ქართული სასამართლოს მოსამართლეები აღმოჩდნენ, კომპეტენტურები, არაკორუმპირებულები და არაანგაჟირებულები.

“სტრასბურგის მოსამართლეებსაც ვეტინგი სჭირდებათ? როგორც უკვე ვიცით, ვეტინგი კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის შემოწმებაა. დიდი ამბებია ატეხილი საქართველოს მოსამართლეების მიმართ ამ შემოწმების აუცილებლობის მოთხოვნით. განსაკუთრებით აქტიურობენ რადიკალური ოპოზიცია და მათი ჯიბის ენჯეოები. ამის მთავარი მიზანია, ამ გზით საკუთარი გავლენა დაამყარონ სასამართლო სისტემაზე. არავინ დავობს იმაზე, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა არ არის იდეალური და რაღაც ნაწილში გაუმჯობესებას საჭიროებს, მაგრამ ჩვენი მწარე გამოცდილებით ისიც კარგად ვიცით, რომ როდესაც ნაცების ეგიდით ტარდება ასეთი „შემოწმება“,მას მოსდევს მასობრივი წმენდა. სისტემის განწმენდის საბაბით შედეგად ვიღებთ პოლიტიკურად დაქვემდებარებულ ისეთ მახინჯ რეალობას, როდესაც მოსამართლეს მხოლოდ ფორმალურად რჩება სახელი, თორემ რეალურად ის მხოლოდ პროკურატურის ერთ-ერთ რიგით დაქვემდებარებულ დანაყოფად გადაიქვევა. ასე მოხდა 2004-2005 წლებში, როდესაც ნაცებმა სასამართლო სისტემის გაჯანსაღების მოტივით „შეამოწმეს“, ანუ „დაავეტინგეს“ (ალბათ ეს ახალი ტერმინი უნდა გამოვიყენოთ) მოსამართლეები, დაადგინეს მათი შეუსაბამობა ხელისუფლების მიერ დაწესებულ კრიტერიუმებთან და სულ კინწისკვრით გაყარეს სასამართლო სისტემიდან. ახალი ხელისუფლების, მორჩილების ნიშნით დანიშნული მოსამართლეები, ამის შემდეგ წელიწადში მხოლოდ ათამდე ბრალდებულის გამართლებას ბედავდნენ, ესეც იმ შემთხვევაში თუ პროკურატურა სტატისტიკის საჭიროებისთვის ამის ნებას დართავდა. ოპოზიციის დაწუნებულ დღევანდელ მოსამართლეებს კი წელიწადში 700-900 გამამართლებელი განაჩენი გამოაქვს. ახლახანს ჩვენი დღევანდელი სასამართლოს პრესტიჟი კიდევ ერთხელ დაიცვა ადამიანის უფლებათა ევროპულმა (სტრასბურგის) სასამართლომ, როდესაც ნიკა გვარამიას საჩივარი განსახილველადაც არ მიიღო და უკან გამოუბრუნა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მის მიერ გასაჩივრებულ საქმეში არავითარი არსებითი ხასიათის დარღევა არ ყოფილა. ნიკა გვარამიამ იმავე დღეს გააკეთა განცხადება. სტრასბურგის მოსამართლეებიც ქართველი მოსამართლეების მსგავსად პოლიტიზირებულებად შერაცხა, ვინაიდან რუსთავი 2-ის საქმეშიც თურმე სტრასბურგს არასწორედ უმსჯელია. მართალია, გვარამიამ, მეორე დღესვე უარყო სტრასბურგის მოსამართლეებზე მისი მხრიდან სიტყვიერი შეტევის ფაქტი, მაგრამ ჩვენ ველოდებით, მისგან ან მისი ამფსონებისგან სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეების „დავეტინგების“ მოთხოვნას, ვინაიდან ისინიც ვერ (თუ არ) ხედავენ ამ ბუმბერაზი პოლიტიკოსის მიმართ „ოლიგარქის რეჟიმის“ მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ დევნასა და უდიერ მოპყრობას. მოკლედ, „დიდ პოლიტიკოსს“, გვარამიას მოუწევს ჩამოყალიბდეს: სტრასბურგის მოსამართლეებიც არაკომპეტენტურები და კორუმპირებულებ არიან, თუ ქართული სასამართლოს მოსამართლეები აღმოჩდნენ, კომპეტენტურები, არაკორუმპირებულები და არაანგაჟირებულები.”– წერს ნანა კაკაბაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,278 ნახვა