GD Banner
სპორტი

ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წარმატებას, ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო გამოეხმაურა.

„პენალტების სერიის შედეგად, საბერძნეთის ნაკრებზე გამარჯვებით, საქართველოს ნაკრები პირველად ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა. გილოცავთ!“ – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და საქართველოს ნაკრების ფოტოს აქვეყნებს.

საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,948 ნახვა