ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფინანსთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვით, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი Ba2 დონეზე დაადასტურა.
აბაშიძის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების უალტერნატივობას.
ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ სააგენტოს პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5,5 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი.
„ციკლიდან – საქართველო “ეკონომიკურად ჩამოქცეულია”. ნაცმარგინალების კიდევ ერთი დეზინფორმაციული გზავნილი გააქარწყლა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა. ჩვენი ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი Ba2 დონეზე დაადასტურა.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების უალტერნატივობას.
Moody’s-ის შეფასებით, პერსპექტივის გაუმჯობესების ძირითადი მიზეზი გეოპოლიტიკური რისკებისადმი საქართველოს მოწყვლადობის უფრო დაბალ დონეზე შეფასებაა. რეიტინგის ძლიერი მხარეები მაღალი ეკონომიკური ზრდა, შოკების მიმართ ეკონომიკის მდგრადობა, ძლიერი ინსტიტუციური ჩარჩო, ფისკალური სტაბილურობა და ინფლაციის შემცირებაა.
სააგენტოს პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5,5 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი. სააგენტოს მოლოდინით ფისკალური სტაბილურობა მომავალშიც მყარად იქნება შენარჩუნებული, რაც უზრუნველყოფს ვალის დაბალი დონისა და დაღმავალი ტენდენციის შენარჩუნებას.“-წერს გია აბაშიძე.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody-s-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა და რეიტინგი Ba2 დონეზე დაადასტურა”.-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.