GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე წამებისგან თავისუფლების ინდექსზე: უნდა გადართოთ „ნაცმოძრაობის“ არხებზე და რომელ საკითხსაც უტევენ, ე.ი. იქ საქართველოს პროგრესი აქვს, ისინი პოზიტიურ პროგრესს თავისი ნეგატიური ანტიკამპანიით ებრძვიან

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დემოკრატიის კვლევის მსოფლიოს მოწინავე ცენტრის, ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) -ის მიერ წამებისგან თავისუფლების ინდექსის გამოქვეყნებას გამოეხმაურა, სადაც საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის მოხვდა. მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი „უდიდეს პროგრესზე მიუთითებს“.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მედია საშუალებები პოზიტიურ პროგრესს თავიანთი ნეგატიური, ანტი კამპანიით ებრძვიან.

„ამ თემასთან დაკავშირებით უკვე დაიწყეს, ტვ ‘პირველის“ ერთ-ერთ გადაცემაში იყო გულით გარდაცვლილი პატიმრის სიუჟეტი, რაც სპეკულაციურად იყო აგებული, სხვა თემაზე მიბმული იმიტომ, რომ მიზეზობრივი კავშირი გარდაცვალებასა და იმ პრობლემას შორის რა პრობლემაც წარმოჩნდა, არ იყო. ის პრობლემა ცალკე აღებული ალბათ ნამდვილად იყო, ამაზე გამოძიებაც მიმდინარეობს, მაგრამ გარდაცვალების საკითხი და ის საკითხი, როგორც მე მითხრეს და ამას გამოძიება საბოლოოდ დაადგენს, ერთმანეთთან არ იყო მიზეზობრივ კავშირში. უნდა გადართოთ ნაცმოძრაობის არხებზე და რომელ საკითხსაც უტევენ, იქ ესე იგი საქართველოს პროგრესი აქვს. სასამართლოში რეიტინგებით პროგრესია, ნაცები და ნაცების ტელევიზიები უტევენ სასამართლოს. სიღარიბის დაძლევასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა აღმოფხვრილი არ არის, ოცდაათიდან თხუთმეტ პროცენტამდეა ჩამოწეული და უტევენ სიღარიბის საკითხს. მიგრაციული სალდო პირველად დაუფიქსირდა პოზიტივში დადებითი ქვეყანას 2024 წელს და იმ წამსვე ემიგრაციაზე დაიწყეს საუბარი – ეს არის მტკიცებულება, სადაც კი პროგრესია, სადაც კი კარგი, შთამბეჭდავი შედეგები გვაქვს, ყველგან, პოზიტიურ პროგრესს ებრძვიან თავისი ნეგატიური ანტი კამპანიით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა