GD Banner
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: წამებისგან თავისუფლების ინდექსით ქვეყანა 101 პოზიციით დაწინაურდა და როცა კითხულობენ, თუ რატომ ვიხსენებთ ხოლმე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ცხრა წელს – ჩვენ კი არ ვიხსენებთ, ასეთი კვლევები ახსენებს საზოგადოებას მათ რეჟიმს

„წამებისგან თავისუფლების (Freedom from torture) ინდექსის კვლევა საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებს იმ საშინელ პერიოდს, როდესაც ადამიანების წამება პიკში იყო და გირგვლიანის, რობაქიძისა და არა მხოლოდ მათ გვარებს – სამწუხაროდ, ბევრი იყო ასეთი ადამიანების ჩამონათვალი“, – ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, წამებისგან თავისუფლების ინდექსით ქვეყანა რომ 101 პოზიციით დაწინაურდა, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის შემდეგ ამ მიმართულებითაც წარმატება აქვს.

„ამ კვლევამ აჩვენა, რომ 2012 წლის შემდეგ ამ მხრივ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. წამების ინდექსში საქართველო 101 პუნქტით დაწინაურდა და 46-ე ადგილზეა, მაშინ, როცა 2012 წელს 147-ე ადგილზე იყო. 2012 წლამდე წამებისგან თავისუფლების ინდექსში გვისწრებდა: რუსეთი, ავღანეთი, სამხრეთ აფრიკის ქვეყნები და ა.შ. ახლა კი, ამ დასკვნის მიხედვით, წამებისგან თავისუფლების ინდექსში ვუსწრებთ: აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, რუმინეთსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. ამიტომ, როცა კითხულობენ, თუ რატომ ვიხსენებთ ხოლმე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ცხრა წელს – არა, ჩვენ კი არ ვიხსენებთ, ასეთი კვლევები ახსენებს საზოგადოებას მათ რეჟიმს. წამებისგან თავისუფლების ინდექსით ქვეყანა რომ 101 პოზიციით დაწინაურდა, ნიშნავს იმას, რომ ამ მიმართულებითაც წარმატება გვაქვს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა