უშიშროების საბჭოს მიერ ღაზასთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის შემდეგ, გაეროს ჰუმანიტარული განყოფილების ხელმძღვანელმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ შეტყობინებაში მარტინ გრიფიტსმა აღნიშნა, რომ ის მოვალეობა, რომელსაც ასრულებდა, იყო მისი „ცხოვრების პრივილეგია“, თუმცა თანამდებობის დატოვების მიზეზი არ დაუსახელებია.
AP-ის ინფორმაციით, გრიფიტსის გადადგომის მიზეზი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გახდა. კერძოდ, გასული წლის ოქტომბერში 72 წლის გრიფიტს კორონავირუსი დაემართა და დაავადების შედეგებს დღემდე ებრძვის. Reuters-ის ცნობით, გრიფიტსი თანამდებობას ივნისში დატოვებს.
გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და მძევლების უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს.