GD Banner
საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება

დღეს, 26 მარტს, საბურთალოს რაიონში, მეფე მირიანის ქუჩა N27ა-ს მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 26 მარტს დღის 12:45 საათიდან, 27 მარტის ღამის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:

დიდ დიღმის I, II, III, IV მიკრორაიონებს და მიმდებარე კერძო დასახლებებს, ბენდუქიძის დასახლებას, ხელაშვილის, ფარნავაზის, გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, სტრაბონის, პეტრიწის, ფერაძის, გოგიაშვილის, მაქს ტილკეს, ცხაკაიას, გეხტმანის, ჭანდრის, ჰენრიკ პრინევსკის, ასმათის, ჰაინრიხ კლაპროთის, არჩილ მეფის, რამაზის, მირიან მეფის, ფარნავაზ მეფის, ჯავახიშვილის, ბერტა ფონ ზუტნერის, სონღულაშვილის, უგრელიძის, მარკო პოლოს, ჟოზეფ ტურნეფორის, კრისტოფერ კასტელის, ფედერიკ მონპერეს, არქანჯელო ლამბერტის, კრისტიან სტივენის, იან ჰომერის, იაკობ რაინეგსის, ნიკო ბურის, ბარონ დე ბაის, ჰუგო ჰუბერტის, დანიბეგაშვილის, ხატაეთის, შერმადინის, ნესტან-დარეჯანის, ფატმანის, ტარიელის, თინათინის, ავთანდილის, დავარის, ვეფხისტყაოსნის, გულანშაროს, მულღაზანზარის, ნურადინ ფრიდონის, ცამეტი ასურელი მამის, როსტევანის, ისიდორე დოლიძის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,264 ნახვა