GD Banner
პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: ხალხი დარაზმულია, საღი აზრი დომინირებს, ღარიბაშვილის გზავნილიც ეს იყო, რომ გარე და შიდა მტრებს არ უნდა მიეცეთ საშუალება, საფრთხე შეუქმნან ქვეყნის სტაბილურობას და განვითარებას

ტვ პირველის ნატო გოგელიებს რა გამოლევს, ჩასაფრებულები არიან ყველგან, რომ როგორმე ხელი შეუშალონ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრებს მოსახლეობასთან. დღესაც ასე მოხდა გურიაში, მაგრამ მათთვის სამწუხაროდ, ხალხი დარაზმულია, საღი აზრი დომინირებს, კარგად ხვდებიან, რომ არა “ქართული ოცნება,” ქვეყანას მომავალი არ აქვს, – ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილიც სწორედ ის იყო, რომ გარე და შიდა მტრებს არ უნდა მიეცეთ საშუალება, საფრთხე შეუქმნან ქვეყნის სტაბილურობას და განვითარებას.

“ტვ პირველის ნატო გოგელიებს რა გამოლევს, ჩასაფრებულები არიან ყველგან, რომ როგორმე ხელი შეუშალონ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრებს მოსახლეობასთან. დღესაც ასე მოხდა გურიაში, მაგრამ მათთვის სამწუხაროდ, ხალხი დარაზმულია, საღი აზრი დომინირებს, კარგად ხვდებიან, რომ არა “ქართული ოცნება,” ქვეყანას მომავალი არ აქვს. ღარიბაშვილის გზავნილიც ზუსტად ეს იყო, რომ საქართველოს გარე და შიდა მტრებს არ უნდა მიეცეთ საშუალება საფრთხე შეუქმნან ქვეყნის სტაბილურობას და განვითარებას. ის საფრთხე კი რაც ორი წლის წინ იყო, საქართველოში, მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, ჯერ არ განელებულა და ამისთვის საჭიროა მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღოს, რათა ქვეყანა გონივრულად გაიყვანოს სამშვიდობოს. ასეც იქნება, ქართველი კაცი ბრძენია, არავის მისცემს უფლებას სისხლით მოპოვებულ თავისუფლებას და მშვიდობას საფრთხე შეექმნას.”- წერს ნინო ფოჩხუა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა