GD Banner
სპორტი

პარაწოლჭიმში იაგო გორგოძე ეგვიპტის მსოფლიო თასის გამარჯვებულია #1TVSPORT

იაგო გორგოძე ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში მიმდინარე მსოფლიო თასის გამარჯვებულია.

ქართველმა პარაძალოსანმა სამივე ცდა წარმატებით დაძლია (182/187/191 კგ), ჯამში 560 კგ ასწია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრებაზე წინა დღეებში ქართველმა პარასპორტსმენებიდან მაკა კვინჩიამ ვერცხლის, ხოლო შოთა ომარაშვილმა ბრინაჯაოს მედლები მოიპოვეს.

საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრები განაგრძობს ასპარეზობას 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,810 ნახვა