GD Banner
უცხოური მედია

NBC News: ხარჯების შესახებ ორპარტიული კანონი აშშ-ის საელჩოებზე ლგბტ დროშების აღმართვის აკრძალვას ითვალისწინებს

ხარჯების შესახებ ორპარტიული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც აშშ-ის მთავრობის „შათდაუნი“ თავიდან იყო აცილებული, ფაქტობრივად, ასევე ითვალისწინებს აშშ-ის საელჩოებზე ლგბტ დროშების აღმართვის აკრძალვას. ამის შესახებ NBC News-ი იტყობინება.

მიუხედავად იმისა, რომ 1012-გვერდიან დოკუმენტში არაა ნახსენები უშუალოდ საელჩოებზე ლგბტ დროშების აღმართვის აკრძალვა, მასში ასახულია „რესპუბლიკელების“ მიერ შეტანილი შესწორება, რომელიც სამთავრობო შენობებზე ლგბტ დროშების აღმართვას კრძალავს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კანონის მიხედვით გამოყოფილი თანხები არ უნდა იყოს გამოყენებული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობაზე აშშ-ის ან სხვა სუვერენული ქვეყნების დროშების გარდა, სხვა ნებისმიერი დროშის აღმართვისა ან დემონსტრაციისთვის.

ლგბტ დროშების აღმართვა საელჩოებზე და სახელმწიფო შენობებზე პირველად ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს დაუშვეს. მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა ეს აკრძალა, 2021 წელს კი ჯო ბაიდენმა ისევ დაუშვა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,932 ნახვა