საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ფეისბუკ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მთავრობა უსამძიმრებს რუს ხალხსა და დაღუპულების ოჯახებს.
„საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, – აღნიშნულია განცხადებაში.
Facebook Comments Box