„ერთადერთი ვისაც მოსწონს და მხარს უჭერს ვეტინგის იდეას, მონური აზროვნების ადამიანები არიან. მათთვის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები არაფერს არ წარმოადგენს, მათთვის მთავარი ფული გახლავთ, შესაბამისად ნებისმიერ ფასად მზად არიან უცხოელი პატრონების სურვილი შეასრულონ“- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოში ე.წ. „ვეტინგის“ სისტემის დანერგვის მომხრეების შესახებ.
ნიკოლეიშვილის თქმით, აშკარად ჩანს, რომ ვეტინგი ოპოზიციის დასახმარებლად უცხოელ მავნებელთა მიერ ხელისუფლების წინააღმდეგ შემოცურებული თემაა.
მისივე თქმით, არცერთი ღირსეული ხელისუფალი მის განხორციელებას არ დაუშვებს, მით უმეტეს თუ ეს ყველაფერი ქვეყნის კონსტიტუციას, სამართლის უზენაესობას, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას და ქვეყნის სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება.
„უკვე აშკარად ჩანს, რომ ვეტინგი ოპოზიციის დასახმარებლად უცხოელ მავნებელთა მიერ ხელისუფლების წინააღმდეგ შემოცურებული თემაა. ცხადია, არცერთი ღირსეული ხელისუფალი მის განხორციელებას არ დაუშვებს, მით უმეტეს თუ ეს ყველაფერი ქვეყნის კონსტიტუციას და სამართლის უზენაესობას, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას და ბოლოს, ქვეყნის სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება. ერთადერთი ვისაც მოსწონს და მხარს უჭერს ვეტინგის იდეას, ცხადია მონური აზროვნებისა და ფსიქიკის ადამიანები არიან, მათთვის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები არაფერს არ წარმოადგენს, მათთვის მთავარი ფული გახლავთ, შესაბამისად ნებისმიერ ფასად მზად არიან უცხოელი პატრონების სურვილი შეასრულონ. მათთვის სამწუხაროდ ქართველი ხალხის ნება და ხელისუფლების სიმტკიცე გაცილებით მაღლა დგას.“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.