რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა (ეფესბეს) კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტინს მოსკოვის ტერაქტში მონაწილე 11 ადამიანის დაკავების შესახებ შეატყობინა, მათ შორის 4 ტერორისტია, რომლებმაც ტერორისტული თავდასხმა განახორციელეს Crocus City Hall-ზე. აღნიშნულის შესახებ რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით იტყობინება.
„ალექსანდრე ბორტნიკოვმა შეატყობინა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს 11 ადამიანის დაკავების შესახებ, მათ შორის 4 ტერორისტია, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ტერორისტულ თავდასხმაში Crocus City Hall-ში“, – აცხადებენ პუტინის პრესსამსახურში.
👉 ტერაქტი მოსკოვში – შეიარაღებულმა პირებმა „კროკუს სითი ჰოლში“ ცეცხლი გახსნეს {Live}
შეგახსენებთ, მოსკოვის ოლქში 22 მარტს საღამოს „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 82-მდე გაიზარდა. 115 ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება, აქედან 5 ბავშვია.