მმართველი გუნდი დონორ ორგანიზაციებს მოუწოდებს, გაასაჯაროონ დოკუმენტები, რაში ხარჯავენ ფულს მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ არასამთავრობოების ნაწილი განკუთვნილ თანხებს, ქვეყნის ინტერესების დაზიანებისთვის იყენებს.
„ჩვენ არაერთხელ მივმართეთ დონორებსა და ჩვენს პარტნიორებს და კიდევ ერთხელ მივმართავთ, ყოველთვის მივმართავთ, რომ დაანებონ თავი უცხო ფულის რესურსის გამოყენებას ქართულ პოლიტიკაში. გამოაცხადონ, სად, რა თანხები ირიცხება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ყოველთვის შევახსენებთ, რომ ეს უცხოური თანხები არის ქართულ პოლიტიკაში, რაც პირდაპირ ძირს უთხრის სახელმწიფო ინსტიტუტებს და მიმართულია რევოლუციური სცენარისკენ. არ გამოუვათ, მაგრამ მცდელობებიც უკვე დანაშაულია“, – განაცხადა პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.