დარწმუნებით გეტყვით, რომ ოპოზიცია არის ძალიან ცუდ დღეში. ასეთ დღეში ისინი ალბათ იშვიათად აღმოჩენილან, ვინაიდან ვერც მარცხნივ მიდიან, ვერც მარჯვნივ, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო ინიციატივისადმი ოპოზიციის მიდგომასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
„თუ ჩვენ დაგვიჭერენ მხარს, დონორების ალიყური მოხვდებათ, ხოლო თუ ჩვენ შეგვეწინააღმდეგებიან, ლგბტ პროპაგანდას დაიცავენ და შეეცდებიან, მას ჰქონდეს ნოყიერი ნიადაგი გავრცელებისათვის, აუცილებლად მიიღებენ ქართველი ხალხის რისხვას. შესაბამისად, არჩიეს დამუნჯება და თევზის მდგომარეობაში ყოფნა“, – აღნიშნა ოდიშარიამ.
Facebook Comments Box