მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლში“ , სადაც ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტი იწყებოდა, რამდენიმე მამაკაცმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა. პირველადი მონაცემებით, დაღუპულია ათობით ადამიანი.
სააგენტო ТАСС ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება, რომ სპეცრაზმი ადამიანთა ევაკუაციას ცდილობს.
შენობაში რამდენიმე აფეთქებაც მოხდა, თუმცა სროლის გამო, სახანძრო მანქანები მიახლოებას ვერ ახერხებენ.
Facebook Comments Box